საქსტატმა დღეს საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, თებერვლის განმავლობაში, საქართველოს ექსპორტმა 456 მილიონი დოლარი შეადგინა, ეს კი წინა წელთან შედარებით 6%-ით, ანუ 27 მილიონი დოლარით მეტია. ამასთან, იანვარ-თებერვალში ექსპორტმა 915 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან მიმართებით 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც შეეხება იმპორტს, თებერვალში 963 მილიონ დოლარს შეადგენდა, წინა წელთან შედარებით 5.5%-ით არის შემცირებული. ჯამურად იანვარ-თებერვალში იმპორტმა მილიარდ 980 მილიონიდოლარი შეადგინა, ეს კი წლიურად 9%-ით მეტია. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელი საქონლის ექსპორტის და იმპორტის მოცულობა არის გაზრდილი, რადგანაც საქსტატის მონაცამები წინასწარია. საგარეო ვაჭრობის დეტალურ ანგარიშს უწყება 20 მარტს გამოაქვეყნებს და ბიზნეს პალიტრა ისევ დაუბრუნდება ამ თემას.