ლოს-ანჯელესში, დოლბის თეატრში "ოსკარის" დაჯილდოების 95-ე ცერემონია გაიმართა, რომელსაც ჯიმი კიმელი უძღვებოდა. წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში ფილმმა სახელწოდებით "ყველაფერი ყველგან ერთდროულად" გაიმარჯვა, წელს მან ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო „ოსკარი“ 7 ნომინაციაში მოიპოვა. ფილმისთვის "ვეშაპი" საუკეთესო მსახიობი მამაკაცის როლის შემსრულებელი, ბრენდან ფრეიზერი გახდა, ხოლო ფილმ "ყველაფერი ყველგან ერთდროულად"-ში საუკეთესო მსახიობი ქალის როლის შესრულებისთვის „ოსკარი“ მიშელ იოუს გადაეცა. ამავე ფილმში საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცის როლის ნომინაციაში კე ვი ჩიუანმა გაიმარჯვა, საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის როლისათვის ტიტული კი ჯეიმი ლი კერტიმ მიიღო. ფილმმა გამარჯვება საუკეთესო რეჟისორის, საუკეთესო მონტაჟისა და საუკეთესო ორიგინალური სცენარის ნომინაციებშიც მოიპოვა. ოსკარის ცერემონიაზე, ჯილდო კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის შესახებ გადაღებულ CNN-ის დოკუმენტურ ფილმს "ნავალნისაც" გადაეცა. ფილმი, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, პოლიტიკურ აღზევებას, მოწამვლის გზით მისი მკვლელობის მცდელობასა და პატიმრობას აღწერს.