გასულ წლის 6 თვეში - 20 აპრილიდან 20 ოქტომბრის პერიოდში, საქართველოში უცხო ქვეყნის 1720-მა მოქალაქემ საკუთრებაში არასასოფლო სამეურნეო მიწის 1956 ნაკვეთი დაირეგისტრირა, საიდანაც ყველაზე მეტი 950, რუსეთის 874 მოქალაქის საკუთრებაში დარეგისტრირდა.
რაც შეეხება სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, იუსტიციის სამინისტროს მიერ "ინტერპრესნიუსისთვის" საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საფუძველზე მოწოდებული მონაცემების თანახმად, აღნიშნულ პერიოდში საქართველოში გერმანიის 73-მა მოქალაქემ მიწის 84 ნაკვეთი დაირეგისტრირა; აზერბაიჯანის 63-მა მოქალაქემ 57; სომხეთის 69-მა მოქალაქემ 88; საუდის არაბეთის 47-მა მოქალაქემ 66; ისრაელის 66-მა მოქალაქემ 65; ირანის 61-მა მოქალაქემ 67; ეგვიპტის 34-მა მოქალაქემ 72; აშშ-ის 44-მა მოქალაქემ 58; უკრაინის 46-მა მოქალაქემ 54; საბერძნეთის 42-მა მოქალაქემ 47; ყაზახეთის 27-მა მოქალაქემ 24; ქუვეითის 16-მა მოქალაქემ 17; კანადის 16-მა მოქალაქემ 20.
მონაცემთა დანარჩენი ნაწილი კი მესაკუთრეთა მოქალაქეობის მიხედვით (ფრჩხილებში მითითებულია მიწის ნაკვეთების რაოდენობა) ასეთია:
ავსტრალია 1 (3); ავსტრია 6(8); ამაღლების კუნძული 1(1); ამერიკის სამოა 1(1); არაბთა გაერთიანებული საამიროები 13(25); არუბა 6(8); ბაჰრეინი 1(1); ბელარუსი 13(21); ბელგია 6(7); გაბონი 1(1); გაერთიანებული სამეფო 7(7); განა 23(23); გიბრალტარი 3(3); გრენადა 1(4); დანია 1(1); დომინიკა 3(3); ეთიოპია 1(1); ერაყი 6(14); ესპანეთი 3(3); თურქეთი 27(24); თურქმენეთი 1(1); იემენი 6(6); ინდოეთი 5(5); იორდანია 4(8); ირლანდია 4(6); იტალია 1(1); კატარი 6(7); კვიპროსი 3(4); ლატვია 4(4); ლიბანი 11(10); ლიბია 1(1); ლიეტუვა 6(6); მოქალაქეობის არმქონე პირი 1(1); ნიდერლანდები 7(11); ნორვეგია 2(2); ომანი 3(5); პაკისტანი 3(3); პალესტინის სახელმწიფო 2(2); პოლონეთი 3(2); სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 3(3); სამხრეთ კორეა 1(1); საფრანგეთი 7(8); სირია 6(8); სუდანი 3(6); უზბეკეთი 6(6); უნგრეთი 1(1); ფინეთი 2(2); ყირგიზეთი 1(1); შვედეთი 2(2); შვეიცარია 3(4); ჩეხეთი 1(1); ჩინეთი 8(9); ჩრდილოეთ კორეა 1(1).