"ჭირსა და ლხინში“ ის ფიცია, რომელსაც წყვილი დებს — ხშირ შემთხვევაში ჯერ კიდევ მაშინ, როცა პირველი სიტყვის მნიშვნელობას არც კი უფიქრდებიან… ვერ წარმოიდგენენ, რომ ასეთ ბედნიერებს ოდესმე რაღაც ცუდთან გამკლავებაც მოუწევთ. თუმცა ეს ცხოვრებაა და ყველაფერი ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც გვინდა.
New Commercial Arts-ის მიერ Alzheimer’s Society-ისთვის გადაღებული ვიდეორგოლიც ამაზე გვიამბობს, როდესაც ბედნიერი ცოლ-ქმარი დემენციის პირველ ნიშნებს აწყდება. დროთა განმავლობაში კი სიმპტომები მწვავდება, იწყება გაუცხოება, სიშორე, შიში… რეალურად, ალცჰაიმერის მქონე ადამიანისა და მისი პარტნიორისთვის ეს არის მომენტი, როცა „ფიცი უნდა განახლდეს“ — ეს არის ეტაპი, როდესაც დასაწყისში ნათქვამი „ჭირსა და…“ რეალურ ცხოვრებაში გამოიცდება.
Alzheimer’s Society-ის მიზანია, საზოგადოებაში დაავადების შესახებ ცნობიერება აამაღლოს და ადამიანებიც შეამზადოს იმ მოსალოდნელ ეფექტებზე, რომლებიც მას ახლავს თან.