შაკირასა და ჟერარ პიკეს განქორწინების გარშემო სკანდალი არ ცხრება. ჟერარდ პიკე ბარსელონაში თავის შეყვარებულთან ერთად ერთ-ერთ პრესტიჟულ ბარში იმყოფებოდა, თუმცა მალევე ბარის მეპატრონემ მათ ობიექტის დატოვება სთხოვა, როგორც აღმოჩნდა ეს პიროვნება შაკირას ფანია.
ამის შესახებ ინფორმაციას Nuestro Diario ავრცელებს, ხოლო ამ ინციდენტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, პიკემ და მისმა რჩეულმა რესტორანი მალე დატოვეს და ავტომანქანისკენ გაეშურნენ.