ადამიანის სამკაულისადმი ინტერესი, უძველესი დროიდან იღებს საფუძველს. სამკაულს ოდითგანვე ესთეტიკური დანიშნულება ჰქონდა, რომლის მიზანიც ადამიანის შემკობა და გალამაზება იყო.სპილენძ-ბრინჯაოს ხანიდან მოყოლეებული, როცა ადამიანი ლითონს დაეუფლა ჩამოყალიბდა სამკაულთა ძირითადი სახეობები: ბეჭედი, სამაჯური, გულსაკიდი, საყურე და დიადემა, ამასთნავე შეიქმნა სამკაულის ნაკრები, რომელსაც დღემდე არ განუცდია არსებითი ცვლილება.
დღეს ჩვენამდე მოღწეულ უძველეს სამკაულად მიჩნეულია სამხრეთ აფრიკაში, ბლომბოსის გამოქვაბულში აღმოჩენილი ნიჟარის მძივები, რომლებიც დაახლოებით 75 000-100 000 წლით თარიღდება.
შუა საუკუნეებში, როდესაც გაიზარდა ინტერესი ალქიმიისა და ასტროლოგიის მიმართ,განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა ფერადი ქვების მინერალების სიმბოლიკას, რასაც ზოდიაქოს ნიშნებიც დაუკავშირეს. ბეჭედი, სამაჯური, ყელსაბამიბ და საყურე გარკვეულ პერიოდში წარჩინებული მამაკაცის მორთულობის აუცილებელი ელემენტი გახდა.მეოცე საუკუნე საქართველოსთვის არქეოლოგიური აღმოჩენების ეპოქა იყო,1961 წელს არქეოლოგმა ნინო ხოშტარიამ, ვანის ნაქალაქარზე აღმოაჩინა მხედრის გამოსახულებიანი საყურეები.1969 წელს კი ოთარ ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით აღმოაჩინეს ოქროს დიადემა, რომელსაც განსაკუთრებული სირთულე და ესთეტიკური სილამაზე აქვს. ფირფიტაზე რელიეფური გამოსახულებებია, სადაც ასახულია ორ ლომს შუაში მომწყვდეული ხარი, მეორე ფირფიტაზე კი ორი ლომი, რომელიც ეჭიდება ჯიხვს სიუჟეტი ახსნილია,როგორც სიცოცხლის და სიკვდილის ჭიდილი. ოქროს დიადემასთნ ერთდ აღოჩენილია კუს გამოსახულებიანი ყელსაბამი. ამ სამკაულში არეკლილია იმ დროის რელიგიური წარმოდგენები,რომ კუ ნაყოფიერების ატრიბუტს წარმოადგენდა.
მრავალ საუკუნოვანი ქართული სამკაულები საოცრად შთმბეჭდავი და ორიგინალურია, საუკუნეთა განმავლობაში იცვლებოდა სამკაულის მასალა,ფორმა და სტილი, მაგრამ უცვლელი რჩებოდა სამკაულის ძირითდი დანიშნულება.
მათზე დაკვირვებით შეგვიძლია, ქართული კულტურის მდიდარ ისტორია გავეცნოთ და დროში ვიმოგზაურთ.