თურქეთში მომხდარი მიწისძვრების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი კრიტიკულად მაღალია. თურქერთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, დაღუპულთა რიცხვი 48 000-ია, დაშავებულთა კი 115 000-ზე მეტი. მისივე თქმით, მიწისძვრის შედეგად დაახლოებით 50 000 შენობა დაინგრა.
თურქეთის პრეზიდენტმა საკუთარ განცხადებაში, მადლობა გადაუხადა ქვეყნებსაც, რომლებმაც თურქეთს დახმარება აღმოუჩინეს და აღნიშნა რომ თურქეთი მეგობარი ქვეყნების მხრიდან გაწეულ დახმარებას აფასებს.