"ჩვენ ახლა ვცხოვრობთ დროში, როდესაც უკრაინას ყველა ისტორიული სირთულის გადალახვა შეუძლია" - ვოლოდიმირ ზელენსკი ტრადიციულ ვიდეომიმართვას ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინას ყველა დაბრკოლების გადალახვა შეუძლია, მთავარი კი ამ მომენტისათვის ერთიანობის შენარჩუნებაა. ზელენსკი მოკავშირეებსა და უკრაინის თითოეულ მხარდამჭერს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ მსოფლიოს მხარდაჭერა უკრაინისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
უკრაინის პრეზიდენტმა, უკრაინის თავისუფლებისათვის მებრძოლ ერთ-ერთ გარდაცვლილ ჯარისკაცს გმირის წოდებაც მიანიჭა.