მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხუჩაში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 86 წლის ქალს საკუთარმა შვილმა დაზიანება ნაჯახით მიაყენა, რის შემდეგაც ქალი გარდაიცვალა.
როგორც “ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს , მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
უწყების ცნობით, დაკავებულია შუახნის მამაკაცი.