გერმანიის ქალაქ კარლს რუეში პოლიცია აფთიაქში შტურმით შევიდა და იქ მყოფი მძევლები გაათავისუფლა. თავდამსხმელი დაკავებულია. როგორც „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად არავინ დაშავებულა. შტურმს წინ უძღოდა თავდამსხმელთან მოლაპარაკებები. ცნობისთვის კარლს რუეში უცნობ მამაკაცს აფთიაქში ორი მძევალი ოთხი საათის განმავლობაში ჰყავდა აყვანილი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის მილიონ ევროზე მეტი ოდენობის გამოსასყიდს ითხოვდა.