პუტინი ფიქრობდა, რომ ის დაგვყოფდა, მაგრამ ჩვენ ახლა ისეთი ერთიანები ვართ, როგორც არასდროს - ერთად ვდგავართ უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის იმდენხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
„შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა დაიკავა მტკიცე და ერთიანი პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო, გაუმართლებელი და არაპროვოცირებული ომის წინააღმდეგ. ჩვენ, პარტნიორთა ფართო კოალიციასთან ერთად, დავაწესეთ სწრაფი და ყოვლისმომცველი სანქციები, რომლებიც ამცირებს რუსეთის შემოსავალს მისი ომისა და სამხედრო-სამრეწველო ბაზის დასაფინანსებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯო ბაიდენი აცხადებენ, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია და ევროკავშირის ხელმძღვანელობა იღებენ ზომებს, რათა აღიკვეთოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მცდელობები.
„ჩვენ ერთად ვდგამთ ახალ ნაბიჯებს, რომელიც მიმართულია მთელს მსოფლიოში მესამე ქვეყნების აქტორებისკენ, რათა ხელი შევუშალოთ რუსეთის ომის მხარდაჭერას მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან“, - აღნიშნულია განცხადებაში.