პარტია "გირჩი" დღეს, 17:00 საათზე, პარლამენტთან აქციას გამართავს. როგორც გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, აქციის მთავარი მიზანია საზოგადოებას აუხსნან, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმა, პირდაპირ ახალგაზრდების წინააღმდეგ არის მიმართული. პარტია „გირჩში“ მიაჩნიათ, რომ თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს თავად გადაწყვიტოს მოიხდის თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახურს.