მოხარულები ვართ, რომ ეს კანონმდებლობა გაწვეულ იქნა, მეტი რეფორმებია საჭირო, - ამის შესახებ ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით ბაიდენის ადმინისტრაციას ძლიერი შეშფოთება ჰქონდა, რომ ამ კანონმდებლობას დამაბრკოლებელი ეფექტი ექნებოდა, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე. კირბიმ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველის, ჯეილ სალივანისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ შეხვედრაზე საშუალება ჰქონდათ ბოლო მოვლენები, მათ შორის სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი, განეხილათ.