„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ირაკლი ნადირაძე გამოკითხვაზე დაიბარეს. ის ამ წუთებში, თაბუკაშვილზე არსებულ პოლიციის შენობაში იმყოფება, სადაც ჩვენება გუშინ, მის მიმართ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით უნდა მისცეს. თავდასხმის დეტალებზე საუბრისას ნადირაძე აღნიშნავს რომ პირი რომელიც თავს დაესხა გარკვეული ნივთით ცდილობდა მასზე თავდასხმას. მისი თქმით ვინც დააპირებს იმ ხალხთან ბრძოლას, ვინც ევროპულ მომავალს ითხოვს შესაბამისი პასუხი გაეცემა.