საქართველოს პარლამენტმა უცხო ქვეყნის გავლენის გამჭირვალობის შესახებ ხალხი ძალის მიერ შემუშავებული კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. ოპოზიციონერი დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს სხდომათა დარბაზის გარეთ შეძახილებით დახვდნენ. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ქართველი ხალხის ევროპული ნება დღეს კიდევ ერთხელ გაფორმდა. კანონპროექტის ჩაგდებას გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარეც. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიუხედავად კანონპროექტის ჩაგდებისა, ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად დაინახა თუ რეალურად ვინ არის უცხო ქვეყნის აგენტი. რა ხდებოდა დღეს მთელი დღის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოში.