საერთაშორისო პარტნიორები ე.წ აგენტების შესახებ კანონის ჩაგდებას ეხმაურებიან. საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში პოსტს ქართულ ენაზე აქვეყნებს და აცხადებს, რომ ევროპისკენ შეტრიალებულმა საქართველომ იცის, რომ შეუძლია საფრანგეთის იმედი ჰქონდეს.