შსს-ს ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა 7 და 8 მარტს პარლანენტის წინ განვითარებული მოვლენები შეაჯამა. თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ორი დღის განმავლობაში შსს-ს 58 თანამშრომელი დაშავდა. მათგან 5 ამ დრომდე გადის მკურნალობას. გამოძიების ფარგლებში ნივთმტკიცების სახით ამოღებულია გამოუყენებელი „მოლოტოვის კოქტეილები“.