“აგენტების გამოვლენის” შესახებ კანონპროექტის ჩავარდნას საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი დემონსტრანტები ოვაციებით და შეძახილებით შეხვდნენ. სტუდენტების და საამოქალაქო სექტორის განცხადებით, მათ მცირე გამარჯვება მოიპოვეს თუმცა განმარტავენ, რომ თუკი საქართველოს ევროინტეგრაციას და დასავლურ მომავალს სააფრთხე შეექმნება პროტესტი კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი გახდება.