თბილისში, როდესაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე სიტყვით გამოდიოდა, დანარჩენები სკანდირებდნენ - "სოხუმი“, სოხუმი.“ აღნიშნულის ამსახველი ვიდეო სოციალური ქსელის აფხაზურ სეგმენტში პოპულარული გახდა და განხილვის თემად იქცა.
ვიდეომ კრემლის პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის ყურადღება მიიქცია. მან აღნიშნულ თემას "ტელეგრამში" პოსტი მიუძღვნა.
სიმონიანი დარწმუნებულია, რომ თბილისში ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ მეორე ფრონტი გაიხსნას.
"თბილისში პროტესტის მონაწილეები ყვირიან: "სოხუმი! სოხუმი". სინამდვილეში, თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მეორე ფრონტის გასახსნელად იყო საჭირო.
ჩემი მეგობრის სტივენ კოენის სიკვდილის შემდეგ, (რომელმაც, სხვათა შორის, ჯერ კიდევ 15 წლის წინ მითხრა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იცოცხლოს იმ დრომდე, მაგრამ აუცილებლად ნახავს, როგორ გაიყოფა უკრაინა ორ ნაწილად) მათ კრემლოლოგები აღარ დარჩათ და არავინ ეტყვით, რომ თუ 2008 წლის აგვისტო განმეორდება, არავინ იდარდებს საქართველოზე და არავინ გაგზავნის იქ ჯარს, დაუფიქრებლად, პირდაპირ დაარტყამენ თბილისს, დიდი განხილვის გარეშე - თუნდაც იმიტომ რომ:
1. სენტიმენტების დრო არაა
2. თბილისში არაა კიევ-პეჩერის ლავრა
3. ჩვენში არავინ და არასდროს მიიჩნევდა თავს ქართველებთან ერთიან ერად და რუსეთის ფედერაცია არასდროს ყოფილა "თბილისის რუსეთი“. ასე, რომ ეს ტყუილად წამოიწყეს. შეეცოდებინათ ლამაზი ქალაქი და მისი ტემპერამენტიანი მცხოვრებები, რადგან როგორც ჩანს, ისინი თავის თავს არ იცოდებენ", - წერს სიმონიანი.