საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მსვლელობით "თავისუფლების მოედნისკენ" მიდიან.
ისინი სკანდირებენ - "ჩვენ გვსურს ევროპა! "საქართველო", "საქართველო", "გაუმარჯოს საქართველოს".
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები პარლამენტიდან ე.წ. აგენტების შესახებ პროექტების გაწვევას სიგნალებით შეხვდნენ.
ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი მოქალაქეები „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას შეძახილებით შეხვდნენ.