ე.წ უცხო ქვეყნის აგენტების კანონსპროექტების გაწვევას გამოეხმაურა ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანიც. მისი თქმით, ახლა საქართველოში მთელი ენერგია და ყურადღება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღწევისკენ უნდა იქნას მიმართული.
დეგნანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს არ სჭირდება ეს კანონპროექტები და უკვე საკმარისი გამჭვირვალობა არსებობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში შემოსული უცხოური დახმარება ქვეყნის საუკეთესო ინტერესებისთვის იქნას გამოყენებული.