ევროპალიგის მერვედფინალური ეტაპის მეორე სესიის მატჩებიც საინტერესო გამოვიდა. ერიკ ტენ ჰაგის მანჩესტერ იუნაიტედმა ბეტისს ანგარიშით 4:1 მოუგო და „ოლდ ტრაფორდზე“ წაუგებელი სერია 19-მატჩამდე გაზარდა.
მარკუს რაშფორდის მე-6 წუთზე გატანილ გოლს ბეტისის მხრიდან აიოზე პერესმა უპასუხა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. მასპინძლებმა მეორე ტაიმში მეტოქე უშანსოდ დატოვეს და მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადაგდეს. იუნაიტედი ანტონიმ ლამაზი გოლით წინ გაიყვანა, რის შემდეგაც იუნაიტედმა ბრუნო ფერნანდეისა და ვერგჰორსტის გოლებით სერიოზული უპირატესობა მოიპოვა. საპასუხო მატჩი ერთ კვირაში "ბენიტო ვილამარინზე" გაიმართება.
ტურინის იუვენტუსმა ფრაიბურგს 1:0 მოუგო. ტურინელთა ერთადერთ გოლი ანხელ დი მარიამ გაიტანა, რომელიც ევროპალიგაზე კლუბის ბომბარდირია. არგენტინელს სამ მატჩში 4 გოლი დაუგროვდა.
სევილიამ ჟოან ჟორდანისა და ერიკ ლამელას გოლებით ფენერბაჰჩეს 2:0 სძლია, ხოლო შახტარისა და ფეიენოორდის მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. საპასუხო მატჩები ერთ კვირაში გაიმართება და ყველა მეოთხედფინალისტი გაირკვევა.