გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, “იეჰოვას მოწმეთა” შეხვედრის დარბაზში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი - დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
პოლიცია აცხადებს, რომ თავდამსხმელი სავარაუდოდ გარდაცვლილია. მათივე თქმით, თავდასხმის მოტივის შესახებ სანდო ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, დაღუპულია მინიმუმ 6 ადამიანი.
ჰამბურგის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ენდი გროტემ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ შემთხვევის ადგილზე პოლიციის სპეცრაზმი და პოლიციელების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.