თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტთან დაკავებული, პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისა და ამავე პარტიის წევრის, ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესიდან დროებით გაათავისუფლეს.
პროცესი მთელი დღის მანძილზე დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა. “გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრების ადვოკატების განცხადებით, მოსამართლე, ირაკლი ჩიკაშუას სხდომის გადადებისთვის ყველანაირი სამართლებრივი ბერკეტი გააჩნდა, თუმცა მან ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა, რაც დაკავებულების მხარდამჭერებსა და მანდატურის სამსახურს შორის დაპირისპორების მთავარი მიზეზი გახდა.
მორიგი სასამართლო პროცესი დღეს, 16 საათზე გაიმართება.