პროტესტი, რომელიც "ხალხის ძალის" მიერ დაინიცირებულმა კანონპროექტმა გამოიწვია, გუშინ კვლავ გვიანობამდე მიმდინარეობდა. საპროტესტო აქცია საღამოს 7 საათზე დაიწყო. პარლამენტთან შეკრებილებს მიმართეს სტუდენტებმა, ცნობილმა სახეებმა და პოლიტიკოსებმა. მათი მთავარი მოთხოვნა დაკავებულ მოქალაქეების გათავისუფლება და კანონპროექტის დროულად უკან გაწვევა იყო, რომელიც მმართველმა პარტიამ მალევე დააკმაყოფილა. გაჟღერდა პოლიტიკური მოთხოვნაც - მთავრობის გადადგომის შესახებ.