საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მთავრობის პოზიცია ბოლო დროს სულ უფრო მეტად არ იყო ნათელი. ჟურნალისტის კითხვაზე, დააზიანა თუ არა “უცხოური აგენტების” შესახებ კანონპროექტის ასე შორს წაწევამ საქართველოს პოზიცია და სტატუსი ევროკავშირთან მიმართებაში, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ “პირიქით”, ამან ჩვენი შანსები გაზარდა, რადგან ძალიან ეფექტიანად აჩვენა, სად დგას ქართული საზოგადოება.