პარლამენტის მიმდებარედ გამართულ აქციებზე დაკავებული 133 პირიდან, 132 თავისუფალია, 1 პირი კი პატმრობაში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის რჩება - Palitra News

პარლამენტის მიმდებარედ გამართულ აქციებზე დაკავებული 133 პირიდან, 132 თავისუფალია, 1 პირი კი პატმრობაში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის რჩება

2023-03-09 21:43:03+04:00

პარლამენტის მიმდებარედ 7-8 მარტს გამართულ აქციებზე დაკავებული 133 პირიდან 132 თავისუფალია, 1 კი პატიმრობაში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლით რჩება.

2001 წელს დაბადებული თ.ა. 7 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს.