თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერების, ზურაბ-გირჩი ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის პროცესი მიმდინარეობდა მანდატურებსა და ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილს შორის ხმაური იყო.
დარბაზში დაწყებული დაპირისპირება სასამართლოს დერეფანში გაგრძელდა.
გაღიზიანების მიზეზი გახდა ის, რომ ნიკა მოსიაშვილს მაღალი არტერიული წნევა დაუფიქსირდა, ხოლო მოსამართლემ მოწოდებების მიუხედავად პროცესის შეჩერებაზე უარი განაცხადა. მოგვიანებით კი, ერთსაათიანი შესვენება გამოაცხადა.
ადგილზე მყოფი ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები სკანდირებენ „მონებო!“, „მონებო“.
სიტუაციის განმუხტვას მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები ცდილობენ.