ოპოზიცია საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებას უნდობლობას უცხადებს და დარწმუნებულია, რომ კანონპროექტის გაწვევის უკან მორიგი ტყუილი დგას. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ოცნების მიზანი ხალხში მღელვარების ჩაქრობაა, უმრავლესობას კი კანონპროექტების დამტკიცებაზე უარი რეალურად არ უთქვამს. პირველ კომენტარს აკეთებს მოძრაობა ხალხის ძალაც. რას ამბობს გუნდი, რომლის მიერ შემუშავებულმა კანონპროექტებმა საზოგადოებაში დიდი მღელვარება გამოიწვია.