რუსული ავიაიერიშების გამო უკრაინის ყველა ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ხარკოვსა და ოდესაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაბომბეს. კიევის ოლქში საჰაერო თავდაცვა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაცით, დედაქალაქის გოლოსევსკის რაიონში აფეთქებები მოხდა. მისი თქმით, შემთხვევის ადგილი ყველა საჭირო სამსახურის წარმომადგენელი გაემგზავრა. ადგილობრივების თქმით, აფეთქებების ხმები ისმოდა კიევის რამდენიმე რაიონშიც.