მიმდინარე კვირაში პარლამენტის პლენარული სხდომები არ გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, ტერიტორიაზე დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს, რომელიც ყველა ვიზიტორზე აკრედიტებულ მედიაზე და პარლამენტის წევრებზე გავრცელდება.