შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7-8 მარტს პოლიციამ ჯამში, 133 პირი დააკავა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული,მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფრთხილებისა, აქციის მონაწილეები გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები ტარდება იმ პირთა დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.