90-იანი წლების ყველაზე პოპულარული მოდელი ნაომი კემპბელი ამჯერად ინდური „ვოგის“ გარეკანს ამშვენებს. ახალი ნომრის პირველი ფოტოები ინტერნეტში უკვე გავრცელდა. 52 წლის ლამაზმანი ახალ ფოტოებზე ულამაზეს, ინდური მოტივებით გაფორმებულ სამოსსა და აქსესუარებს ირგებს და ყველა ფოტოზე შეუდარებელია.
საინტერესოა, რომ ქალიშვილის შეძენის შემდეგ, ნაომი კიდევ უფრო აქტიურად დაუბრუნდა მოდის სამყაროს და ის სულ უფრო ხშირად ჩნდება პოპულარული გამოცემების ფოტოებზე. ახალი ფოტოსესიის მთავარი სიმდიდრე ის სამკაულებია, რომელიც სპეციალურად ნაომის ამ ფოტოსესიისთვის შეიქმნა.