იცით, თუ არა, რომ ამერიკული დროშის დიზაინი ოჰაიოს ერთ-ერთი სკოლის 17 წლის მოსწავლემ რობერტ ჰეფტმა შექმნა?
1958 წლამდე შტატების დროშაზე 48 ვარსკვლავი იყო გამოსახული და მათი განლაგებაც განსხვავებული იყო. 1958 წელს შეერთებულ შტატებს 49-ე და 50-ე შტატებად ჰავაი და ალასკა შეუერთდნენ. ამის შემდეგ ეროვნული დროშის დიზაინში ცვლილებების შეტანა აუცილებელი გახდა დაკონგრესმა ახალი დიზაინის შესაქმნელად კონკურსი გამოაცხადა.
რობერტ ჰეფტის მასწავლებელმა მოსწავლეებს სთხოვა, ახალი ამერიკული დროშის ესკიზი შეექმნათ. რობერტის ნამუშევარი მასწავლებელმა ოთხიანი მინუსით შეაფასა, მაგრამ მოსწავლეს ღია კონკურსზე გამარჯვების შემთხვევაში შეფასების მომატებას დაჰპირდა.
ასეც მოხდა - ვაშინგტონის სპეციალურმა კომისიამ რობერტ ჰეფტის ნამუშევარი კონკურსზე წარდგენილი 1500-ზე მეტი ნამუშევრიდან გამოარჩია. აშშ-ს პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა სტუდენტს გამარჯვება ტელეფონით მიულოცა და ვაშინგტონში, საზეიმო ცერემონიაზე მიიწვია.
ამერიკის შეერთებულ შტატებს არსებობის მანძილზე 20-ზე მეტი დროშა ჰქონდა, თუმცა ჰეფტის დროშა ყველაზე „დღეგრძელია“ - ქვეყნის ოფიციალურ სიმბოლოდ ყველაზე დიდხანს შემორჩა.