ჩვენ ქართველ ხალხთან და მის მისწრაფებებთან გვერდში ვდგავართ , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.
“გავიმეორებ, რომ ჩვენ ქართველი ხალხთან და მათ მისწრაფებებთან გვერდში ვდგავართ. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება, ისევე როგორც ყველა ხელისუფლება მსოფლიოს მასშტაბით, ასახავს მათი ხალხის მისწრაფებებს.
რაც ეხება იმას, რასაც ახლა ვხედავთ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მხარს ვუჭერთ მსოფლიოს მასშტაბით მოქალაქეების მიერ მათი უნივერსალური უფლებების გამოყენებას. შეკრების თავისუფლება უნივერსალური უფლებაა, მშვიდობიანი პროტესტი უნივერსალური უფლებაა, გამოხატვის თავისუფლება უნივერსალური უფლებაა. ყოველთვის მათ გვერდით ვდგავართ, ვინც მშვიდობიანად იყენებს მის უნივერსალურ უფლებებს.
რაც ეხება ამ კანონპროექტებს, ეს საბოლოო ჯამში ქართველი ხელისუფლებისადმი კითხვაა. ამაზე ჩვენი შეხედულებები ძალიან ნათლად გამოვხატეთ, როგორც საქართველოს პარტნიორმა ათწლეულების განმავლობაში. პარტნიორი ვართ, რომელიც დაეხმარა საქართველოს მისულიყო ახლად მოპოვებული დამოუკიდებლობიდან დემოკრატიის კონსოლიდირებამდე…
გვსურს ვიყოთ იმ პოზიციაში, რომ შეგვეძლოს ამის გაგრძელება. აშკარაა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნებისა და ორგანიზაციების რიცხვია, რომელიც ამ შფოთვას იზიარებს. გაგვიგია ევროკავშირისგან, გაეროსგან, მაგრამ ხმები, რომლებსაც ყველაზე საყურადღებოა, წუხილია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისგან და დამოუკიდებელი მოქმედი პირებისგან, რომლებიც ლოგიკურად შეშფოთებულები არიან, რომ ამ კანონების მიღება და რატიფიცირება შეზღუდავს და ხელს შეუშლის მათ შესაძლებლობას გამოიყენონ ის ფუნდამენტური უნივერსალური უფლებები, რომლებსაც აქვთ ადგილი ამ პროტესტებზე”, - თქვა პრაისმა.