აქციის მონაწილეების ნაწილი სანაპიროდან მსვლელობით რუსთაველის გამზირზე ბრუნდება.
მომიტინგეები მანამდე გმირთა მოედანზე შეჩერდნენ, რის გამოც მცირე ხნით მოძრაობა შეიზღუდა.
მოქალაქეების მიმართ სოლიდარობის ნიშნად, საცხოვრებელი კორპუსებიდან და მანქანებიდან ტაშს უკრავენ და ასიგნალებდნენ.
აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: "საქართველო", "გამოდით", "არა რუსულ კანონს".
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალეს.