ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „რეჟიმის მოკავშირეა“. ამით ლომჯარია აქციის მონაწილეებისადმი ვაშაძის მოწოდებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის შენობისთვის ალყა შემოერტყათ.
„ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძე რეჟიმის მოკავშირეა. ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტის წინ რაც მოხდა, კანონიერია“, -წერს ლომჯარია.
შეგახსენებთ, რომ მეორე დღეა საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეები ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პროტესტს გამოხატავენ. როგორც გუშინ, ისე დღეს სპეცრაზმი მომიტინგეთა დასაშლელად წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზსა და ე.წ. წიწაკის სპრეის იყენებს.