რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა კვლავ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყეს.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეებმა მიმდებარე ქუჩებისკენ გადაინაცვლეს, დედაქალაქის ცენტრალური გამზირი კი, თითქმის, მთლიანად სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებს აქვთ დაკავებული.
სპეცრაზმმა წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ მას შემდეგ გამოიყენა, რაც აქციის მონაწილეების ნაწილი დაშლის შემდეგ, კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდა.