პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა საპატრულო პოლიციის მანქანა დააზიანეს.
რამდენიმე დემონსტრანტმა პოლიციის კუთვნილი ავტომანქანა გადაატრიალეს.
რაც შეეხება თავად აქციას, ამ დროისთვის მომიტინგეებისგან გათავისუფლებულია პარლამენტის ყველა შესასვლელი, მათ შორის მომიტინგეებისგან გაწმენდილია რუსთაველის გამზირიც.
სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის და წიწაკის სპრეის გამოყენებით დაშალა