აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან განთავსებული ჯებირი დაშალეს - Palitra News

აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან განთავსებული ჯებირი დაშალეს

2023-03-08 22:57:37+04:00

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირი დაშალეს, რომელიც უკანა შესასვლელთან არის განთავსებული.

აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობა ცოტა ხნის წინ ალყა შემოარტყეს.

ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული.