საქართველოში განვითარებული მოვლენები გვახსენებს, რომ დემოკრატია, შესაძლოა, თანდათანობით, არჩეული ლიდერების ხელითაც ჩამოიშალოს, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასმა “ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
„შეშფოთებული ვარ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის კადრებით“, - აღნიშნა კალასმა.
ესტონეთის პრემიერმა სოციალურ ქსელში შარლ მიშელის დღევანდელი განცხადება გააზიარა, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ძლიერი შეშფოთება გამოხატა საქართველოში განვითარებული პროცესების გამო. მიშელის თქმით, მშვიდობიანი პროტესტის უფლება ნებისმიერი დემოკრატიის ბირთვია. ამასთან, დასძინა, რომ „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის გზასთან შესაბამისობაში არ მოდის.