რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი საქართველოს მოქალაქეებზე ზეწოლას ახდენს. გრიგორი კარასინმა განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ე.წ უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მხარდაჭერას და მასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.