ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი დაუგეგმავი ვიზიტით ერაყში იმყოფება. ლოიდ ოსტინსა და ერაყის პრემიერ-მინისტრ, მუჰამედ ალ სუდანის შორის შეხვედრა უკვე შედგა. შეხვედრის შემდეგ განცხადება გაკეთდა ამერიკის თავდაცვის მინისტრის მხრიდან. ლოიდ ოსტინის თქმით, აშშ-ის ძალები მზად არიან, რომ ერაყში ქვეყნის მთავრობის მიწვევით დარჩნენ.