გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში უკრაინაში ჩავიდა.
მედიის ცნობით, გუტერეში კიევში ღამით ჩავიდა და ეს მისი მესამე ვიზიტია მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო.
გაერო-ს გენმდივანი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მარცვლეულის შეთანხმების გასაგრძელებლად მოლაპარაკებებისთვის შეხვდება.
შეგახსენებთ, გასული წლის ივლისში გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა შემუშავდა. ის გასული წლის ნოემბერში გახანგრძლივდა და მისი ვადა 18 მარტს იწურება.