საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებების სერია გვიან ღამემდე გრძელდებოდა - დაკავებულებს შორის არიან "გირჩი მეტი თავისუფლების" წევრები ზურა ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი მუმლაძე. უფლებადამცველები და სამოქალაქო აქტივისტები დაკავების პროცესში სამართალდამცავების მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობენ, გარდა ამისა “გირჩი-მეტი თავისუფლების” წარმომადგენლებმა გააკეთეს ოფიციალური განცხადებაც.