"ჩვენ სიმართლეს გავიტანთ, ამას საზოგადოების ინტერესებისათვის გავაკეთებთ!" - ირაკლი კობახიძე გუშინდელ აქციას უპრეცედენტო ძალადობად აფასებს - Palitra News

"ჩვენ სიმართლეს გავიტანთ, ამას საზოგადოების ინტერესებისათვის გავაკეთებთ!" - ირაკლი კობახიძე გუშინდელ აქციას უპრეცედენტო ძალადობად აფასებს

2023-03-08 15:08:29+04:00

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე თბილისის ცენტრში გამართულ გუშინდელ აქციას უპრეცედენტო ძალადობად აფასებს. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რადიკალურმა ძალებმა გულწრფელი პროტესტის ისევ საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება სცადეს. კობახიძე ოპოზიციის ლიდერებს თანამედროვე ბერბიჭაშვილებს უწოდებს და ამბობს, რომ ოპოზიციურ ძალებს ქვეყნის ომში ჩართვა არ გამოუვათ.