მაშინ, როდესაც რუსეთის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება გლობალურად სულ უფრო იზრდება, ბოლო ერთ წელში, საქართველოში რუსეთის 16 ათასამდე მოქალაქე ინდმეწარმედ დარეგისტრირდა. ამასთან, 2022 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღება რუსეთის 7 ათას 860-მა მოქალაქემ მოითხოვა.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული 7 860 განაცხადიდად საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე 3 297 განცხადება დაკმაყოფილდა. აქედან, ათას 666 განაცხადი საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლებას შეეხებოდა, ხოლო 1 625 პირს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა. რაც შეეხება მიმდინარე წლის მონაცემებს, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით, მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადი რუსეთის 473 მოქალაქის მხრიდან დაფიქსირდა. აქედან 421 განხილვაშია, საიდანაც 321 განაცხადი რუსეთის მოქალაქეებზე საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებას გულისხმობს. 41 განაცხადის განხილვა შეჩერებულია, ხოლო 6 განცხადება - დასკვნის მომზადების ეტაპზეა.
სად გადის ზღვარი კანონით არსებულ უფლებებსა და იმ რისკებს შორის,რომლებიც კანონისგან განსხვავებით შესაძლოა, თეთრ ფურცელზე გადატანილი არ არის, მაგრამ არსებობს. სად გადის ზღვარი, რუსეთისგან ეკონომიკურ სარგებელსა და იმავე რუსეთისგან, ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას შორის - თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე