„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თბილისის ცენტრში გამართულ გუშინდელ აქციას უპრეცედენტო ძალადობად აფასებს. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რადიკალურმა ძალებმა გულწრფელი პროტესტის ისევ საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება სცადეს. კობახიძე ოპოზიციის ლიდერებს თანამედროვე ბერბიჭაშვილებს უწოდებს და პირობას დებს რომ ყველა ვინც პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. მისი თქმით, ოპოზიცია ფარისეველია, ხოლო ე.წ. აგენტების კანონი არა რუსული, არამედ ამერიკულია, რომელიც მოყვანილია ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. როგორც კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, ერთ მხარეს დგას „ქართული ოცნება“,მეორე მხარეს - „ნაცმოძრაობა“ და რუსეთი - ხელისუფლება კი თავიდან ბოლომდე სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების ინტერესებს იცავს.