მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდი საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა წარმატებით დაასრულა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა სტუმრად ბელგიას დამაჯერებლად სძლია - 4:7.
ბელგიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა თალესმა და ბრუნო გომესმა დუბლი შეასრულეს. მათ გარდა გოლები გიორგი ღავთაძის, ბრუნო პეტრისა და სიმი საიოტის ანგარიშზეა.
საქართველოს ნაკრებმა 12 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა. გადამწყვეტი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 5 ივლისს გაიმართება.
ელიტ-რაუნდში გასული 20 გუნდი ხუთ ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება. პირველ ადგილზე გასული გუნდები პირდაპირ გავლენ მსოფლიო ჩემპიონატზე, საუკეთესო მეორეადგილოსნებს კი ფლეი-ოფით ეცდებიან ფინალურ ეტაპზე მოხვედრას.