საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
თორნიკე შენგელია ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებთან მიმართებაში თბილისში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას სოციალურ ქსელში აფიქსირებს.
„მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი! სადაც ჩემი სამშობლოა, იქ ვარ მეც!“, - წერს თორნიკე შენგელია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კანონპროექტების საწინააღმდეგო პოზიციას, ბოლო დღეების განმავლობაში, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს არაერთი წარმომადგენელი გამოხატავს.